„ეჭვი არ მეპარება, “ლელოს” რაციონალური წევრები ამ ბრიყვული და მოღალატეობრივი გადაწყვეტილების მერე დატოვებენ ამ არაადეკვატურ პარტიას“ – ლაშა ბუღაძე

მწერალი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ლელოს” გადაწყვეტილება, რომ შევიდეს ივანიშვილ-კალანდარიშვილის რუსულ არჩევნებში არის წინააღმდეგობის მოძრაობის ღალატი, არაპრაგმატული, განწირული და არაფერზე დაფუძნებული მავნებლობა. ივანიშვილს აქვს კრიზისი და მისი დასრულება ჩვენს გამძლეობაზეა დამოკიდებული. გამძლეობაზე! ესაა ნაბიჯი, რომელიც ყველაზე მეტად უნდოდა ივანიშვილს – ოპოზიციის გახლეჩა, თუმცა არ გამოუვა: ოპოზიცია არის ხალხი, რომელიც დაასრულებს ივანიშვილს… უკვე “ლელოს” გარეშე! ბოიკოტი რუსულ არჩევნებს! ეჭვი არ მეპარება, “ლელოს” რაციონალური წევრები ამ ბრიყვული და მოღალატეობრივი გადაწყვეტილების მერე დატოვებენ ამ არაადეკვატურ პარტიას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.