ვრცელდება ფოტო, რომელზეც ამერიკელი სამხედროების მიერ დაპატიმრებული ნიკოლას მადუროა ასახული

ვრცელდება პირველი ფოტო, რომელზეც ამერიკელი სამხედროების მიერ დაპატიმრებული ვენესუელელი დიქტატორი, ნიკოლას მადუროა ასახული.
მადუროს დაკავების შესახებ ინფორმაცია ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაავრცელა.
მისი თქმით, ნიკოლას მადურო ამერიკელმა სამხედროებმა შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელასა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც მეუღლესთან ერთად შეიპყრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს“, - დაწერა ტრამპი Truth Social-ზე.
მისი თქმით, ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით განხორციელდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.