ვოლსკი ხიდაშელზე: ინტელექტუალურ რესურსს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იყენებს

ქართული ოცნების დეპუტატის, ს თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “საკუთარ ინტელექტუალურ რესურსს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ იყენებს”.
“თინა ხიდაშელის პოლიტიკური წიაღსვლები საპირისპიროდ არის მიმართული იმისკენ, რასაც ქვეყნის ინტერესი ჰქვია. თითქოს ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ მსოფლიო პოლიტიკაში და მხოლოდ უნდა ვიყოთ თინა ხიდაშელის რას იტყვის და ბერძენიშვილი, ამის მოლოდინში.
აი, ეს მცდელობა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის საღი აზრი. ამის იქით არის გარკვეული სტრატეგია, რომელიც არის იმისკენ მიმართული, რომ დასავლეთს დაანახოს, თითქოს ანდასავლური, სტალინისტური განწყობებია. ამას სიღრმე გააჩნია. არ მგონია, რომ თინა ხიდაშელი იმდენად განუვითარებელი იყოს, რომ ვერ ხედავდეს იმ რეალობას, რაც მსოფლიოში ხდება. არ არის განვუთარებელი, განვითარებულია, მაგრამ საკუთარ ინტელექტუალურ რესურსს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და რადიკალური პროცესების განვითარებისთვის იყენებს”, – ამბობს ვოლსკი.
გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარე, ტოლერანტობის ცენტრისა და სოვლაბის შემდეგ, თინა ხიდაშელის ორგანიზაციასაც დაესხა თავს.
მან თქვა, რომ ხიდაშელის ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა “ტაივანიდან ფინანსდება”. ამასთან, მან აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელი “ანტიჩინური განწყობების გაღვივებას ცდილობს”.