გია ვოლსკი – რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიაში არის დასავლეთში რაღაც განწყობების შექმნა, თორემ კარგად ხვდებიან, რომ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი არის სწორედ ის, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია

ჩვენ გვევალება სტაბილურობა შევინარჩუნოთ და შუა დერეფანში დაინტერესებული ყველა მხარე ჩვენთან იმ ურთიერთობაში იყოს, რასაც კეთილმეზობლური, საქმიანი, თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება ჰქვია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, მ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს გარკვეული სტრატეგია, რომლის მიზანია დასავლეთს დაანახონ, თითქოს საქართველოში ანტიდასავლური და სტალინისტური განწყობებია, თუმცა „რადიკალურ ოპოზიციაშიც“ კარგად ხვდებიან, რომ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი არის სწორედ ის, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია.
„ჩინეთთან ურთიერთობის განვითარების, დათბობის, გარკვეულწილად საქმიან რელსებზე გადაყვანის მცდელობა და ძალისხმევა არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც და ევროკავშირი მიმართავს. შუა დერეფნის თემა, რაც ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია, ყველა მსოფლიო დონის მოთამაშისთვის საინტერესოა. ამ ვითარებაში, ჩვენ გვევალება სტაბილურობა შევინარჩუნოთ და შუა დერეფანში დაინტერესებული ყველა მხარე ჩვენთან იმ ურთიერთობაში იყოს, რასაც კეთილმეზობლური, საქმიანი, თანასწორუფლებიანი დამოკიდებულება ჰქვია. ეს არის ჩვენი სტრატეგია. ს რაღაც პოლიტიკური ასეთი წიაღსვლები არის საპირისპიროდ მიმართული იმისა, რასაც ქვეყნის ინტერესი ჰქვია. თითქოს ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ მსოფლიო პოლიტიკაში და მხოლოდ უნდა ვიყოთ, აი, თინა ხიდაშელი და ბერძენიშვილი რას იტყვის იმის მოლოდინში. აი, ეს მცდელობა აქვს. ეს საღი აზრი არ არის. ამის იქეთ არის გარკვეული სტრატეგია, რომელიც არის მიმართული იმისკენ, რომ დასავლეთს დაანახოს, რომ თითქოს რაღაც აქ ანტიდასავლური, სტალინისტური განწყობებია. არ მგონია, რომ თინა ხიდაშელი იმდენად განუვითარებელი იყოს, რომ ვერ ხედავდეს იმ რეალობას, რაც მსოფლიოში ხდება. ის არ არის განუვითარებელი, განვითარებულია, მაგრამ თავის ამ ინტელექტუალურ რესურს სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და რადიკალური პროცესების განვითარებისთვის იყენებს. დღეს მთავარი თემა რადიკალური ოპოზიციის სტრატეგიაში არის დასავლეთში რაღაც განწყობების შექმნა, რომ თითქოს ეს ის სტანდარტი არ არის, რომელსაც ეკუთვნის ასოცირებული ხელშეკრულება, თავისუფალი მიმოსვლა, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ეს ის ქვეყანა არ არის, რომელსაც ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ა.შ. აი, ეს არის ამოცანა, თორემ კარგად ხვდებიან, რომ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი არის სწორედ ის, რასაც საქართველოს ინტერესები ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ