ვოლსკი ივანიშვილზე: პირადად მას არასოდეს დაუშვია, რომ მთავრობისა და პარტიისთვის ეხელმძღვანელა, ან პარლამენტისთვის გარკვეული მითითებები მიეცა

“არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყოფილ პრემიერმინისტრს, რომელმაც კონკრეტული პოლიტიკური გუნდი შექმნა, ამ პარტიის ზოგიერთ ლიდერთან გარკვეულ თემაზე კვლავ კონტაქტი ჰქონდეს – შეკითხვა იქნება ეს თუ კონსულტაციის საჭიროება. მაგრამ, მისი მონაწილეობის თემა ძალიან ლიმიტირებულია. პირადად მას არასოდეს დაუშვია, რომ მთავრობისა და პარტიისთვის ეხელმძღვანელა, ან პარლამენტისთვის გარკვეული მითითებები მიეცა […]

შეიძლება, რაღაც გარკვეულმა საერთაშორისო სტრიქტურამ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს – რა მიზეზით? რატომ? ცუდი რა გააკეთა, ან საქართველოსთან მიმართებაში მისი ნეგატიური როლი რაში მდგომარეობს […] მისი დანაშაული რა არის, იმის გარდა, რომ თავის ქვეყანას ემსახურება.

განაცხადა  “ქართული ოცნების” დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ბიძინა ივანიშვილზე საუბრის დროს.

შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს ქართული ოცნების მე-7 ყრილობაზე პარტიის ე.წ. საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ჩერქეზიშვილი – „სიცოცხლით სავსე ქალაქი“, „მშვიდობით სავსე ქალაქი“ ყოველი წვიმის შემდეგ იქცევა წყალწაღებულ ქალაქად და ძირგამოთხრილ ქალაქად – ყოველი წვიმა ამ ქალაქში კოლაფსის შემქმნელია

საბა ბუაძე: დიდი დიღომი არის თვალსაჩინო მაგალითი ურბანული გენოციდის -კორუფციული ინტერესიდან გამომდინარე, კალაძის პირობებში, იქ გაცემული იქნა სრულიად შეუსაბამო მშენებლობის უფლებები (ვიდეო)