გია ვოლსკი – რასაც გორბაჩოვის ყოფილი მოკავშირე კუბილიუსი ლაპარაკობს ყოველგვარი მორალისგან არის დაცლილი – დავით კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციაში კუბილიუსს გარკვეული ლიდერის როლი უკავია

რასაც გორბაჩოვის ყოფილი მოკავშირე კუბილიუსი ლაპარაკობს ყოველგვარი მორალისგან არის დაცლილი – დავით კეზერაშვილის ფრთის ქვეშ გაერთიანებულ რადიკალურ ოპოზიციაში კუბილიუსს გარკვეული ლიდერის როლი უკავია, – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ევროპარლამენტარ ანდიურს კუბილიუსს, რომლის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს პარტიაში ოფიციალური თანამდებობა სანქციებისგან ვერ დაიცავს.
ვოლსკის შეფასებით, „ს გამოჩენა კუბილიუსებში გარკვეულ ისტერიკას იწვევს“.
მისივე თქმით, კუბილიუსის განცხადებები ფასეული არ არის.
„დიდი ალბათობით ანდრიუს კუბილიუსი, ისევე როგორც ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტი საქართველოში ფინანსდება და მხარდაჭერილია დავით კეზერაშვილისგან, რომელმაც ქონება საქართველოს ბიუჯეტის ძარცვის ხარჯზე იშოვა და არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ფულის შოვნას ევროპელი პენსიონერების ძარცვით განაგრძობს. კუბილიუსი, ისევე როგორც იმ დღის წესრიგში ჯდება, რასაც დავით კეზერაშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად ქმნის. ეს ერთი გუნდია, ერთი სისტემაა, ერთი სტრუქტურაა და ამ სტრუქტურიდან გადმოძახილი, რა ენაზეც არ უნდა იყოს, ერთ კონტექსტშია განსახილველი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს ჩვენ არასდროს დაგვიმალავს ის, რომ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრს, რომელმაც კონკრეტული პოლიტიკური გუნდი შექმნა, ამ გუნდის გარკვეულ ლიდერებთან გარკვეულ თემაზე კონტაქტი ჰქონდეს, იყოს მასთან შეკითხვის ან კონსულტაციის საჭიროება, მაგრამ ეს მონაწილეობა ძალიან ლიმიტირებულია. არასდროს ბიძინა ივანიშვილს არ დაუშვია, რომ ეხელმძღვანელა მთავრობისთვის, პარტიისთვის ან პარლამენტისთვის მიეცა გარკვეული მითითებები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ