ვოლოდმირ ზელენსკი: ჩვენ გამოვიარეთ ეს ზამთარი… რუსებს სურდათ, ეს ზამთარი უკრაინისა და უკრაინელების გამანადგურებელი ყოფილიყო, მაგრამ უკრაინა არ გატყდა

“დღეს არის დღე, როდესაც თითოეულ ჩვენგანს სრულიად სამართლიანად შეუძლია თქვას: ჩვენ გამოვიარეთ ეს ზამთარი, ყველაზე რთული პერიოდი მთელი წლის განმავლობაში. რუსებს სურდათ, ეს ზამთარი უკრაინისა და უკრაინელების გამანადგურებელი ყოფილიყო, მაგრამ უკრაინა არ გატყდა. ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ენერგოსისტემა. უკრაინამ ამ ზამთრის განმავლობაში მოიგერია უამრავი მასიური დარტყმა, როდესაც ჩვენ ათობით რაკეტა და ასობით შაჰიდი გვიტევდა.
რუსებმა ეს ზამთარი 6 დეკემბერს მასიური შეტევით დაიწყეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გახდა: მაშინ დარტყმის ქვეშ 700-ზე მეტი სხვადასხვა სამიზნე იყო, მხოლოდ რაკეტა კი 50-ზე მეტი. ამ ზამთარს ჩვენს წინააღმდეგ ბევრი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. საერთო ჯამში, სხვადასხვა ტიპის რაკეტის რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. არც ერთ ერს არ გაუვლია ასეთი გამოცდა. უკრაინელებმა ესეც დაძლიეს. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც იცავს და აღადგენს ჩვენს ენერგეტიკას: ენერგოკომპანიების ყველა თანამშრომლის, თითოეული სარემონტო და ავარიული ბრიგადის, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მთელი კოლექტივის, თქვენ ნამდვილი გმირები ხართ!” | თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?