– 4 აპრილს გაიმართება რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა – ვინც მზად არის, კონტინგენტი განალაგოს

“მსურველთა კოალიციის” ქვეყნების სამხედროების შეხვედრა 4 აპრილ გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის დროს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, პარასკევს, 4 აპრილს, იმ ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, რომლებიც მზად იქნებიან, უკრაინაში კონტინგენტის განლაგებისთვის.
“რაც შეეხება კონტინგენტის საკითხს, პარასკევს [4 აპრილს] გვექნება შეხვედრა, რამდენიმე ქვეყნის სამხედრო გუნდების შეხვედრა იქნება, ქვეყნების ვიწრო წრის. მათი, ვინც მზად არის კონტინგენტი განალაგოს ამა თუ იმ ფორმით”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს “პირველი ღრმა შეხვედრა” იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით.
“იყო კონსულტაციები, ხოლო ეს პირველი ღრმა შეხვედრა იქნება. დავინახავთ გარკვეულ განმარტებებსა და გარკვეულ დეტალებს. მნიშვნელოვანია, რომ ის ბაზირებული იქნება უკრაინული მხარის მომზადებულ წინადადებებზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია