ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ანდრეი სიბიგა - უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ხელმძღვანელობით გაიმართება

ანდრეი სიბიგა - უკრაინის საკითხზე „რამშტაინის“ ჯგუფის მომდევნო შეხვედრა გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ხელმძღვანელობით გაიმართება

“რამშტაინის” ფორმატში უკრაინის მოკავშირეების მომდევნო შეხვედრა გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის ხელმძღვანელობით გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„მომდევნო „რამშტაინს“გაერთიანებული სამეფო და გერმანია უხელმძღვანელებენ. ეს ფორმატი გააგრძელებს არსებობას და იმუშავებს როგორც ზოგადი უსაფრთხოების, ისე უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერებისა და გაძლიერების მიზნით“, - აღნიშნა სიბიგამ.
"რამშტაინის" ფორმატში მორიგი შეხვედრა 11 აპრილს გაიმართება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “რამშტაინის” შეხვედრას აშშ-ის წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.