ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენმა ორივე ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეიძლება მოიპოვო და არა საჩუქრად მიიღო - საქართველოს გაუმარჯოს!

გულითადად ვულოცავ მეგობარ ქართველ ხალხს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს, - ამის შესაზებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინა და საქართველო იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი და აყვავებული.
"ჩვენმა ორივე ერმა კარგად იცის, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა შეიძლება მოიპოვო და არა საჩუქრად მიიღო.
ქართველ ხალხს ვუსურვებ კეთილდღეობას და თავისი სახელმწიფოებრიობისა და კავშირების განმტკიცებას ყველა სხვა თავისუფალ ერთან. ასევე ვისურვებ, რომ შესანიშნავი ქართული კულტურა, თვითმყოფადობა და სტუმართმოყვარეობა წლების განმავლობაში განივრცოს.
ადამიანებს შორის კავშირების განმტკიცებით, ჩვენი ორივე ერი იქნება თავისუფალი, მშვიდობიანი და აყვავებული. საქართველოს გაუმარჯოს!" ,- წერს ზელენსკი ქართულ ენაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.