ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინამ და ნორვეგიამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ტექსტი დაასრულეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ , იონას გაჰრ სტიორეს ტელეფონით ესაუბრა და რუსეთის ფედერაციის იზოლაციის მიზნით კონკრეტული ქმედებებისთვის მადლობა გადაუხადა.
პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მან ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხი განიხილა.
„ჩვენმა გუნდებმა დაასრულეს უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმების ტექსტი, რომელსაც პირველივე შესაძლებლობისთანავე მოვაწერთ ხელს“, - აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმება ცხრა ქვეყანასთან გააფორმა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაისის დასაწყისში განაცხადა, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ კიდევ შვიდ ახალ შეთანხმებას ამზადებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.