ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი ძალები მტრის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიასა და 92 დასახლებას აკონტროლებენ

დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი ძალები მტრის 1250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიასა და 92 დასახლებას აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა მოკავშირეებს მოუწოდა, რომ დასავლური იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმები დაუშვან.
„რამდენიმე თვის წინ, რომ გაეგოთ ჩვენ ვგეგმავდით ოპერაციას, კურსკის ოლქში ოპერაციის მსგავსს, ბევრი ადამიანი იტყოდა, რომ ეს არარეალური იყო და ყველაზე წითელ ხაზს კვეთდა იმ წითელ ხაზებს შორის, რომელიც რუსეთს აქვს. რუსეთის ე.წ. წითელი ხაზების ყველა ცნება ამ დღეებში სადღაც სუჯას მახლობლად დაინგრა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.