ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის დროშაზე უკრაინის ვარსკვლავი გაბრწყინდეს

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის დროშაზე უკრაინის ვარსკვლავი გაბრწყინდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ყოველწლიურად, ეტაპობრივად, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ევროკავშირის დროშაზე, ვარსკვლავების წრეში, ჩვენი ვარსკვლავიც ანათებდეს, რაც ევროპის ხალხების ერთიანობის სიმბოლოა“, - წერს ზელენსკი „ტვიტერის“ გვერდზე.
ღირსების რევოლუციის დაწყებიდან 10 წლისთავზე, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინის ძალისხმევა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით უნდა დასრულდეს.
„დღეს ჩემს უკან უკრაინისა და ევროკავშირის დროშები დგას და ჩვენ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ეს არ არის მხოლოდ მოედნის დეკორაცია, გამოგონილი რამ, არამედ ეს არის უკრაინის ევროპისგან განუყოფლობის ნამდვილი სიმბოლო. სიმბოლო უფლებისა, რომელსაც უკრაინელი ერი და უკრაინის სახელმწიფო მთელი ამ ხნის განმავლობაში განამტკიცებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.