ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინას ესმის, რომ ევროკავშირში გზა დამსახურებების გზაა და არა საჩუქრების, ამიტომ სამუშაოს საკუთარი ნაწილის რეალიზებას ახდენს – გვჯერა, რომ ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად უკრაინისკენ

გვჯერა, რომ უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან რეკომენდაციების შესრულების მხრივ უკრაინის პროგრესი განვიხილეთ – ყველაფერი, რისი გაკეთებაც ს მოუწევს. ყველაფერს ვაკეთებთ და ვასრულებთ…
უკრაინას ესმის, რომ ყოველი ქვეყნის ევროკავშირში გზა – ეს დამსახურებების გზაა და არა საჩუქრების, ამიტომ უკრაინა სამუშაოს თავის ნაწილის რეალიზებას ახდენს…
ამიტომ გვჯერა, რომ ევროკავშირი მზად იქნება გზის თავისი ნაწილის გასავლელად უკრაინისკენ, როგორც დაპირებული იყო – რომ წლის ბოლომდე, დეკემბერში, შედეგი იყოს ჩვენთვის ასეთი სასურველი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად და სრულუფლებიანი ევროინტეგრაციის პროცესის მოახლოებაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ 10 წლის წინ კიევში მაიდანზე მთელმა ევროპამ დაინახა თუ რამდენს ნიშნავს ევროკავშირის დროშა უკრაინისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ