ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველაფერს ვაკეთებთ, რომ „ფლამინგოს“ და „რუტას“ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები წელს არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ გამოვცადოთ, არამედ სერიოზულად

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი საბრძოლო გამოცდილება დააგროვა უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების, „ფლამინგოსა“ და „რუტას“ გამოყენებით.
მისი თქმით, უკრაინა წლის ბოლომდე რაკეტების უფრო ხშირად გამოყენებას გეგმავს.
„მოხდა „ფლამინგოს“ საბრძოლო გამოყენება, „რუტას“ საბრძოლო გამოყენება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წელს ისინი არა ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ გამოვცადოთ, არამედ სერიოზულად. ჩვენ ამისკენ მივდივართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ახალი რაკეტების არაერთხელ გამოყენებამ ეფექტური შედეგები აჩვენა.
ზელენსკის მტკიცებით, უკრაინის მიერ გამოყენებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების 90-95% ადგილობრივი წარმოებისაა. ევროპული შორ მანძილზე მოქმედი იარაღიდან უკრაინა მხოლოდ Storm Shadow-ს და მცირე რაოდენობით SCALP-ს რაკეტებს იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – ბავშვი მხოლოდ მკვლელის ტყვიამ არ იმსხვერპლა, ის სახელმწიფოს გულგრილობამ და სისტემურმა უმოქმედობამ იმსხვერპლა – არც გარდაცვლილი ბავშვი და არც მკვლელი ჩემთვის უცხო ადამიანები არ არიან და ამის ბინძურად გამოყენებას ცდილობენ