ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსების განცხადების მიუხედავად, თითქოს სანქციები მათ არ ეხებათ, ყველა ყველაფერს ხედავს: საცობები რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე, რუსეთის რეგიონების გაკოტრება და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი

რუსების განცხადების მიუხედავად, თითქოს სანქციები მათ არ ეხებათ, ყველა ყველაფერს ხედავს – საცობები რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე, რუსეთის რეგიონების გაკოტრება და ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა ახლა მსოფლიოს სიგნალი გაუგზავნეს, თითქოს მათ ეკონომიკას სანქციები არ ეხება, ყველა ყველაფერს ხედავს: საცობები ბენზინგასამართ სადგურებზე რუსეთში, რუსეთის რეგიონების გაკოტრება და რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი. სწორედ სანქციებია ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პუტინისთვის, პირადად მისთვის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში პოლიტიკური მზაობა არსებობს რუსული გაყინული აქტივები უკრაინის სრულფასოვან მხარდაჭერას მოახმარონ.
„არის ევროპის პოლიტიკური მზაობა გაყინული რუსული აქტივები უკრაინის, უკრაინელების სრულფასოვან მხარდაჭერას მოახმარონ. გუშინ ევროპულ საბჭოში პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მიღებული. [რუსული] აქტივების გამოყენების ფორმატი და ეს ფორმატი არსებობს. ახლა ევროპაში შევთანხმდით, რომ წლის ბოლომდე ამ ფორმატის რეალიზება უნდა იყოს. მთლიანობაში ევროპაში განწყობა ასეთია, რაც გვესმის: შემდეგი წლისთვის უკრაინისთვის, ჩვენი ხალხისთვის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მნიშვნელოვანი ეკონომიკური ობიექტის, ყულევის სანქციას „ჩალის ფასი“ ნამდვილად არ ექნება – ნავთობექსპორტიორი ქვეყანა რუსეთი იმპორტზე საუბრობს და ჩვენ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდებით? – ჩამოსანგრევად განწირული!

გედევან ფოფხაძე – ყულევის სანქცირება უმოქმედობის პასუხია, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება – პოლიტიკოსები მძევლის როლში კი ბელარუსის სტანდარტია, „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, ამ ენით უნდა ელაპარაკონ ამერიკელებს და ევროპელებს, ესენი ვაჭრები არიან