ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისთვის შორ მანძილზე დარტყმის მეტი შესაძლებლობები ნიშნავს უფრო ძლიერ გარანტიებს, რომ რუსეთის ომი შეიძლება შეჩერდეს

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინისთვის შორ მანძილზე დარტყმის მეტი შესაძლებლობები ნიშნავს უფრო ძლიერ გარანტიებს, რომ რუსეთის ომი შეიძლება შეჩერდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, მხოლოდ ამ კვირაში, ჩვენს ცაზე 33 რაკეტა და 311 თავდასხმის დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 136 დრონმა კი სამიზნეებს ვერ მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, Patriot-ის მეტი სისტემა უკრაინისთვის სიცოცხლის მეტ დაცვას ნიშნავს.

„რუსეთის არმიამ, გასული კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 550 დრონი, სხვადასხვა ტიპის 60-მდე რაკეტა და 660-ზე მეტი საავიაციო ბომბი გაუშვა. Patriot-ის მეტი სისტემა უკრაინისთვის სიცოცხლის მეტ დაცვას ნიშნავს. უკრაინისთვის შორ მანძილზე დარტყმის მეტი შესაძლებლობები ნიშნავს უფრო ძლიერ გარანტიებს, რომ რუსეთის ომი შეიძლება შეჩერდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.