ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინა Patriot-ის მეტ სისტემას ითხოვს

უკრაინა Patriot-ის მეტ სისტემას ითხოვს

Patriot-ის მეტი სისტემა უკრაინისთვის სიცოცხლის მეტ დაცვას ნიშნავს. უკრაინისთვის შორ მანძილზე დარტყმის მეტი შესაძლებლობები ნიშნავს უფრო ძლიერ გარანტიებს, რომ რუსეთის ომი შეიძლება შეჩერდეს“, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა, მხოლოდ ამ კვირაში, ჩვენს ცაზე 33 რაკეტა და 311 თავდასხმის დრონი ჩამოაგდეს, კიდევ 136 დრონმა კი სამიზნეებს ვერ მიაღწია.
„რუსეთის არმიამ, გასული კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში, დაახლოებით 550 დრონი, სხვადასხვა ტიპის 60-მდე რაკეტა და 660-ზე მეტი საავიაციო ბომბი გაუშვა," - ამბობს ზელენსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.