ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს

უკრაინა დონეცკის ქალაქ ავდიივკას აუცილებლად დაიბრუნებს, ამ მკვლელებს არაფერს მივცემთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მან ტელეკომპანია Inter-ს განუცხადა, რომ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და რომ ამერიკის ლიდერი აღიარებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკადან უკრაინული ჯარების გაყვანა უკრაინის იარაღით დახმარების შესუსტების შედეგია.
„ჩვენ გვინდა ჩვენი ბიჭების სიცოცხლე გადავარჩინოთ. მიხარია, რომ სამხედრო სარდლობას აქვს ასეთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ. ამ მკვლელებს არაფერს მივცემთ, ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკის განცხადა, რომ უკრაინამ ავდიივკადან ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო.
„ავდიივკას ირგვლივ შექმნილი ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად და სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, გადავწყვიტე ჩვენი ქვედანაყოფები ქალაქიდან გამეყვანა და თავდაცვის უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე გადავიდეთ“, - განაცხადა სირსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.