ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას აშშ, უნგრეთი, სლოვაკეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან

ევროპელი ლიდერების უმეტესობა მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას. თუმცა არის ქვეყნებიც, რომლებიც ამის წინააღმდეგი არიან, - თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას უნგრეთი, სლოვაკეთი, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები ეწინააღმდეგებიან, თუმცა, ამ მოსაზრებების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს აშშ-ის ფაქტორი თამაშობს.
„თუ ნატო არ არის ვარიანტი, რა უსაფრთხოების გარანტიებზეა საუბარი? – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას ძლიერი არმია ჰყავს. თუმცა მის მხარდასაჭერად მუდმივად საჭიროა ფული და იარაღი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.