ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-თან იშვიათი ლითონების შეთანხმება უკრაინის მიერ “10 ცენტის დაბრუნებასაც” არ ითვალისწინებს

აშშ-თან იშვიათი ლითონების შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ შეთანხმებულა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი სიტყვებს BBC-ი ციტირებს.
ზელენსკის თქმით, იმედოვნებს, რომ აშშ-თან იშვიათ ლითონებზე წინასწარი შეთანხმება “შემდგომ შეთანხმებებამდე მიგვიყვანს”.
უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ამერიკელების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები ჯერ არ შეთანხმებულა. BBC-ი აღნიშნავს, რომ ზელენსკი შეთანხმებას უფრო როგორც “ჩარჩოს” მოიხსენიებდა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ამერიკელებისგან მოითხოვდა უსაფრთხოების გარანტიებისთვის მხარდაჭერაზე წინადადების ჩამატებას, მაგრამ არაფერი კონკრეტულად ჯერ არ გადაწყვეტილა.
დონალდ ტრამპის მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ აშშ-ის მიერ მიწოდებული სამხედრო დახმარების მილიარდობით დოლარის ღირებულება დააბრუნოს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს უკრაინის მიერ “10 ცენტის დაბრუნებასაც”.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ის პარასკევს, 28 თებერვალს, თეთრ სახლს ეწვევა, ის “ძალიან პირდაპირ” იკითხავს ამერიკა გააგრძელებს თუ არა უკრაინის მხარდაჭერას.
კითხვაზე, იტყვის თუ არა ის უარს შეთანხმებაზე თუ ტრამპი უკრაინისთვის სასურველ უსაფრთხოების გარანტიებს არ შესთავაზებს, ზელენსკიმ უპასუხა: “მინდა ნატო-ს გზის ან რაიმე მსგავსის პოვნა. თუ უსაფრთხოების გარანტიებს არ მივიღებთ, არ გვექნება ცეცხლის შეწყვეტა, არაფერი არ იმუშავებს, არაფერი”.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმება შესაძლოა დიდი წარმატება იყოს და “წარმატება დამოკიდებული იქნება დონალდ ტრამპთან ჩვენს საუბარზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ღარიბაშვილს რაღაც უნდა, რაღაცას ცდილობს, მაგრამ ბოლომდე ვერ ბედავს – რეჟიმის წარმომადგენლები კი თავადვე ამბობენ, რომ მათ შორის არიან კორუმპირებულები, მოღალატეები, ერთმანეთს აბეზღებენ, რეჟიმი ჩქარი ტემპით მიდის დასასრულისკენ

არჩილ გორდულაძე მარტა კოსზე – რუკას დახედონ და გაითავისონ, რომ ცივილიზაციური უფსკრულის პირას მყოფი პოზიციიდან საუბარი ისევ მათთვის არის არაჯანსაღი – როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, მეტად შეიძლება სჭირდებოდეს ევროკავშირს საქართველო

ლევან ტიელიძე ნეპალ-ტიბეტის კატასტროფის შესახებ: საქართველოში ბოლო ინვენტარიზაციის მონაცემებით 800-ზე მეტი მყინვარია. მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია (ვიდეოები)