ვოლოდიმირ ზელენსკი – ტრიპოლის თბოელექტროსადგური 4-მა რუსულმა რაკეტამ გაანადგურა – რატომ ვერ გავანადგურეთ? იმიტომ, რომ ნული რაკეტა გვქონდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ტრიპოლის თბოელექტროსადგური 4-მა რუსულმა რაკეტამ გაანადგურა, კიდევ 7 რაკეტა კი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს.
მისი თქმით, უკრაინელებმა თბოელექტროსადგური ვერ დაიცვეს, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც ამ ობიექტს იცავდა, რაკეტები ამოეწურა.
“11 რაკეტა იყო. ჩვენ 7 რაკეტა გავანადგურეთ, ოთხმა რაკეტამ კი – ტრიპოლი. რატომ? იმიტომ, რომ გვქონდა ნული რაკეტა. დაგვიმთავრდა ყველა რაკეტა, რომელიც იცავდა ტრიპოლს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან გაიხსენა ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა და მსოფლიო საზოგადოების რეაქცია.
„როდესაც მოკავშირეები ამბობენ, რომ ვერ მოგვცემენ ამა თუ იმ იარაღს, ან ვერ იქნებიან უკრაინაში ამა თუ იმ ძალით, რადგან მაშინ იქნება აღქმული, რომ უკრაინამ ნატო ომში ჩაითრია, მინდა დაგისვათ შეკითხვა: ისრაელი ნატოშია თუ არა, ისრაელი არ არის ნატოს- ქვეყანა, მაგრამ მოკავშირეებმა, მათ შორის ნატო-ს ქვეყნებმა, აჩვენეს, რომ ისრაელი არ იყო მარტო და ეს არის პასუხი ყველასათვის, ვინც აცხადებს ნებისმიერ კონტინენტზე, რომ უკრაინას დახმარება ძალიან ფრთხილად უნდა აღმოუჩინონ, რათა ნატო-ს ქვეყნები ომში არ ჩაითრიონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?