ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს – ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ხალხი დავიცვათ

ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს სთან სოლიდარობას გამოვხატავ, 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს უკრაინასთან სოლიდარობას გამოვხატავ, ჩვენ პატივს ვცემთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლს.
90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკებისადმი წინააღმდეგობა ჩვენ საერთო მოვალეობად რჩება, რათა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია არ განმეორდეს”, – წერს ზურაბიშვილი.
პოსტის კომენტარებში საქართველოს პრეზიდენტს უკრაინელი კოლეგა ეხმაურება.
“ვაფასებ უკრაინასთან თქვენს სოლიდარობას ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ, რათა ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი დავიცვათ”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი