რუსეთისგან ჩვენი ხალხის დასაცავად ერთმანეთის მხარდაჭერა გვჭირდება – ზელენსკი ზურაბიშვილს

უკრაინის პრეზიდენტმა მ საქართველოს პრეზიდენტ ს ჰოლოდომორის შესახებ X-ზე პოსტის პასუხად აღნიშნა, რომ საქართველომ და მ მოსკოვის აგრესიის გამო ბევრი ტკივილი გამოიარეს და ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 25 ნოემბერს, – ნოემბრის მეოთხე შაბათ დღეს, – ჰოლოდომორის 90 წლისთავთან დაკავშირებით, პლატფორმა X-ზე (ყოფილ ტვიტერზე) დაწერა, რომ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.
„სოლიდარობით განმსჭვალულები, ჰოლოდომორის მოსაგონარ დღეს, პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, რათა ისტორია არ განმეორდეს“, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ზელენსკი გამოეხმაურა მის მიმართვას, მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას სოლიდარობის გამოხატვისთვის და დაწერა:
„ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული ბევრი ტანჯვა გადაიტანეს. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი“.
· ჰოლოდომორი – მასობრივი შიმშილი უკრაინაში გამოიწვია საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკამ, რომლის თანახმად, უკრაინელ გლეხობას ჩამოართვეს ყოველგვარი სასურსათო დანაზოგი.
· შედეგად, სულ მცირე, ხუთი მილიონი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი უცნობია.
· 2006 წელს უკრაინამ ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა.
2023 წლის 12 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი – 1932–33 წლების მასობრივი შიმშილობა, – აღიარა გენოციდად და ასევე დაგმო ს მიერ ახლად ჩადენილი დანაშაულები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარგუს ცაჰკნა: საქართველოს პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე წინ მიმავალ გზას ხსნის – ესტონეთი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიონ კანონი