– რუსეთს შავ ზღვაში სავაჭრო დერეფანზე კონტროლის ხელში ჩაგდება სურს

შავ ზღვაში სიტუაციას აკონტროლებს. სანაცვლოდ, სავაჭრო დერეფანზე კონტროლის ხელში ჩაგდებას ცდილობს, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Eurovision News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დიდი ხანია არ აკონტროლებენ შავ ზღვაში დერეფანს. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით, რადგან ეს არის ომის დამთავრებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას შავ ზღვაში“, აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი მტკიცებით, რუსეთის ფედერაცია ცდილობს ხელში ჩაიგდოს კონტროლი სურსათის დერეფანზე, თუმცა ამას არ დაუშვებს.
„ჩვენ ზოგადად მზად ვიყავით ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის. მათ მხოლოდ სურსათის დერეფნის კონტროლი სურთ, არ გამოუვათ, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ