ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ახლა სხვა მეზობელ ქვეყნებს ბევრად უფრო ღიად ემუქრება, ვიდრე ადრე. რუსეთის თითოეულმა მეზობელმა მოისმინა, თუ რა ითქვა სომხეთზე...

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ახლა სხვა მეზობელ ქვეყნებს ბევრად უფრო ღიად ემუქრება, ვიდრე ადრე. რუსეთის თითოეულმა მეზობელმა მოისმინა, თუ რა ითქვა სომხეთზე...
"რუსეთი ახლა სხვა მეზობელ ქვეყნებს ბევრად უფრო ღიად ემუქრება, ვიდრე ადრე. რუსეთის თითოეულმა მეზობელმა მოისმინა, თუ რა ითქვა სომხეთზე, რომლის ხალხიც ერთადერთია, ვისაც აქვს უფლება, გადაწყვიტოს და აირჩიოს საკუთარი ქვეყნის მომავალი. რასაც რუსეთი სომხეთზე ამბობს, სინამდვილეში, მხოლოდ სომხეთს არ ეხება.
მხარდაჭერის გარეშე არავინ უნდა დარჩეს - ევროპას არ აქვს უფლება დაკარგოს თავისი ხალხი ან მიატოვოს რომელიმე ქვეყანა. სომხეთს მხარი უნდა დავუჭიროთ. მოლდოვას მხარი უნდა დავუჭიროთ. ბალტიის ქვეყნებს. აზერბაიჯანს მხარი უნდა დავუჭიროთ. ჩვენ ასევე უნდა ვიპოვოთ გზები საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად. ეს საერთო ევროპული ამოცანაა. არავინ არ უნდა დაიკარგოს" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.