– დაზვერვის მონაცემებით, ახალი მასიური თავდასხმისთვის ემზადება

გვაქვს სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ახალი მასიური თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, უკრაინის ყველა პარტნიორმა იცოდეს, რა ხდება და რომ რუსეთი კვლავაც ეყრდნობა რაკეტებსა და შემდგომ ომს და არა დიპლომატიურ ნაბიჯებს.

„უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა რუსეთზე სანქციებით დამატებითი ზეწოლა და რომ პარტნიორებთან ჩვენი საჰაერო თავდაცვის შეთანხმებების განხორციელება არ შეიძლება გადაიდოს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან ერთად განიხილა შესაბამისი ამოცანები – რა უნდა გაკეთდეს უახლოეს კვირებში და პარტნიორების მიერ გადადგმულ რომელ ნაბიჯებს შეუძლია ყველაზე ეფექტურად უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს