– რუსეთის ყოველი დარტყმა ჯერ კიდევ მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს ძირს უთხრის

რუსეთის ყოველი დარტყმა ჯერ კიდევ მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს ძირს უთხრის, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას.
„რუსებმა 50-ზე მეტი დრონი გაუშვეს, რომელთა ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო. დარტყმის შედეგად ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ერთ-ერთი რუსული დრონი ევანგელისტური ქრისტიანების სამლოცველოს დაეცა“, – წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის ცნობით, სულ, რუსეთმა გასულ ღამეს უკრაინის მიმართულებით 165 დრონი გაუშვა.
„ვიმედოვნებთ, რომ , ევროპა და სხვა ჩვენი პარტნიორები თვალს არ დახუჭავენ, რადგან რეალური მშვიდობის მისაღწევად მოსკოვზე ზეწოლაა საჭირო. აგრესორზე ზეწოლის გარეშე ომები არ სრულდება. ასევე, ომები არ სრულდება მათი მხარდაჭერის გარეშე, ვინც ადამიანების სიცოცხლეს იცავს. აუცილებელია ჩვენი ხალხის მხარდაჭერა და შეთანხმებების სწრაფად განხორციელება“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას