ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებმა კურსკის ოლქში 40 000 ჯარისკაცი გადაიყვანეს

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალების ოპერაცია გრძელდება და ფრონტის ხაზიდან კურსკის მიმართულებით, დაახლოებით, 40 000 რუსი სამხედრო გადაიყვანეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ უკვე მოვახერხეთ ის, რომ ამ მიმართულებით 40 000 რუსი სამხედრო მოსამსახურე გადაამისამართეს. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა საბრძოლო ბრიგადას, თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ყველა მეთაურს მათი სიმამაცისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელმა დამცველებმა ახლა მოახერხეს დონეცკის ოლქში რუსების თავდასხმის პოტენციალის შემცირება, თუმცა ფრონტზე სიტუაცია კვლავ მძიმეა.
„სიტუაცია რჩება უკიდურესად მძიმე, მძიმე ბრძოლები ყოველდღე – კურახოვის მიმართულება, პოკროვსკის მიმართულება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს