– მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და ყველა წევრ ქვეყანას სანქციების ძლიერი მე-19 პაკეტის მიღებისთვის

მადლობას ვუხდი ევროკავშირსა და ყველა წევრ ქვეყანას სანქციების ძლიერი მე-19 პაკეტის მიღებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს ევროპის ერთიანობის დემონსტრირებაა მაშინ, როდესაც ომის ესკალაციას ახდენს და მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმებს აძლიერებს. სანქციები იმ სფეროებს იღებს მიზანში, რომლებიც მოსკოვს ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს: ნავთობისა და გაზის სექტორს, „ჩრდილოვან ფლოტსა“ და თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსს. ასევე, პირველად, სანქციები შეეხო კრიპტო პლატფორმებსა და კრიპტოვალუტის სქემებს, რომლებსაც სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით იყენებს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მისი თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და ერთად მოქმედებენ, რათა რუსეთზე ზეწოლა გააძლიერონ“.
„სანქციების გამოყენებით ზეწოლა უნდა გაიზარდოს“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი მიიღო, რომელიც შეზღუდვებს აწესებს რუსული ბანკების, კრიპტო ბირჟების და ინდოეთსა და ჩინეთში არსებული სუბიექტების წინააღმდეგ. ასევე, სანქციების მე-19 პაკეტი ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”