ვოლოდიმირ ზელენსკი რობოტინოში, ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ რობოტინოში უკრაინის ჯარების პოზიციებს ეწვია,- ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ზაპოროჟიეს ოლქი. რობოტინო. 65-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა. დამცველებს ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე და სახელმწიფო ჯილდოები გადავეცი. დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა. მეომრების მხარდაჭერა და დაჯილდოება. მათ მხრებზე დგას რთული, გადამწყვეტი მისია - უკუაგდონ მტერი და დაიცვან უკრაინა. ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, მადლობა ყველას!“ - აცხადებს ზელენსკი.
ზელენსკი რობოტინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ერთად ეწვია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.