ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ეწვევა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Tagesspiegel-ი ავრცელებს.
Tagesspiegel-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასწრებას გეგმავს, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება.
უსაფრთხოების მიზნით, ვოლოდიმირ ზელენსკის გერმანიაში ვიზიტის დეტალები და ზუსტი განრიგი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარემ, კრისტოფ ჰეუსგენმა ზელენსკის კონფერენციაში მონაწილეობა არ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოწვევა გაუგზავნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.