ვოლოდიმირ ზელენსკი – რეფერენდუმზე, ჯერჯერობით, საუბარი არ არის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რეფერენდუმის ჩატარება ამჟამად არ განიხილება, თუმცა, თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, უკრაინის მთავრობა არჩევნებისთვის მზადაა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ჯერ რეფერენდუმზე არ ვსაუბრობთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არჩევნებისთვის მზადაა. თუმცა, უკრაინაში არჩევნების ჩატარების მთავარი პირობა ცეცხლის შეწყვეტაა.
“დღეს ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ არჩევნებისთვის მზად ვარ. უკრაინელი ხალხი რომ მზად იყოს ამისთვის, საჭიროა კანონმდებლების თანამშრომლობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მნიშვნელოვანია ლეგიტიმური არჩევნების ანუ ლეგიტიმურ შედეგებიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ამისთვის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაა საჭირო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია: ეს „სავაჭრო აქტი“ იყო ცალსახა ქვეყნის ღალატი, რუსეთის ინტერესების მსახურება კი არა, პირდაპირ რუსეთის მორიგი დავალების შესრულება, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის გათელვის ხარჯზე

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთის სამარის ოლქში „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე დარტყმა „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტებით განხორციელდა – ეს კარგი შედეგია, ჩვენი საზღვრიდან მანძილი დაახლოებით 900 კილომეტრია