ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-სთან მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო, მნიშვნელოვანია, მშვიდობა ღირსეული იყოს - არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვიდა ევროპაში ეს ომი და ვინ მოიტანა

აშშ-სთან მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანია-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებები „მარტივი არ არის“.
„თუმცა, საუბარი პროდუქტიული იყო, ბევრი დეტალით და მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობა ღირსეული იყოს. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „ომის დასასრულებლად ღირსეული პირობების შესაქმნელად შეხვედრები და მუშაობაა საჭირო“.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, საიდან მოვიდა ევროპაში ეს ომი და ვინ მოიტანა იგი“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.