ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა

საფრანგეთში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ის პარიზში შეხვედრას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

როგორც ზელენსკი Telegram-ზე წერს, იგეგმება „ისტორიული შეთანხმების“ გაფორმება.

„პარიზი. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დაგეგმილია შეხვედრა მნიშვნელოვან შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩვენს თანამშრომლობას შედეგები მოაქვს უკრაინის სიცოცხლისა და მთელი ევროპის დასაცავად“, - წერს ზელენსკი.

უკრაინული მედიის ცნობით, ელისეის სასახლეში ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უნდა გააფორმონ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.