ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი და ოლაფ შოლცი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ბერლინში ჩავა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება. მედიის ინფორმაციით, ოლაფ შოლცი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს.
„მოლაპარაკების ფარგლებში, ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების ვალდებულებებისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.
დღის მეორე ნახევარში ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ხვალ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.