ვოლოდიმირ ზელენსკი – ორმაგი სტანდარტებიც არსებობს, ყველას დაავიწყდა, რომ ისრაელი ნატო-ს ქვეყანა არ არის

ორმაგი სტანდარტებიც არსებობს, ყველას დაავიწყდა, რომ ისრაელი ნატო-ს ქვეყანა არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც ომის პირველივე დღიდან ვამბობდით: „ჩაკეტეთ ცა, დაიცავით უკრაინა”, ჩვენ გვეუბნებოდნენ: „ჩვენ ასე შეგვიძლია ვქნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთთან ომში ვიქნებით ჩათრეულნი, ვინაიდან ნატო-ს ქვეყანა არ ხართ, ჩვენ კი ნატო-ს ქვეყნები ვართ… ისრაელთან ვითარება სრულიად პრაგმატული – ყველაფერი უნდა გაენადგურებინათ, რაც ისრაელელებისკენ მიფრინავდა, ყოჩაღ, რომ გაანადგურეს და ადამიანები იქ ცოცხლები არიან, მადლობა ღმერთს! მაგრამ სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტები – რაღაც მომენტში ყველას დაავიწყდა, რომ ისრაელი ნატო-ს ქვეყანა არ არის”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან ისრაელის დაცვის დროს მოკავშირეებმა აჩვენეს, რომ “ტექნოლოგიები საკმარისია ასობით ირანული რაკეტისა და “შაჰედის” ჩამოსაგდებად” და ამის დემონსტრაცია ასევე “რუსეთისთვის დემონსტრაცია უნდა ყოფილიყო”.
„ვინაიდან არაერთხელ რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავებსაც და რაკეტებსაც გადაუკვეთიათ პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე და იქ არანაირი რეაქციები არ ყოფილა. ეს ორმაგ სტანდარტებზე მეტყველებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?