– მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად – ველით ოფიციალურ განცხადებას

ელოდება, რომ მისი შეიარაღებული ძალებისთვის შეერთებული შტატები ორშაბათს დიდ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ხელი უნდა შეუწყოს თავდაცვის ძალების სტაბილიზაციის სამუშაოებს რუსეთ-უკრაინის ფრონტზე.
“ვიცი, რომ მზადდება ამერიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინის მხარდასაჭერად – ხვალ ველით ოფიციალურ განცხადებას: მნიშვნელოვანი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი სამხედროებისთვის“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან მის დიალოგზე. მისი თქმით, განიხილეს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე ინვესტიციები მის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში, ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ