ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსებს თავისუფლების ეშინიათ, ამიტომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მხარი დავუჭიროთ ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს, ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის

რუსებს თავისუფლების ეშინიათ, ამიტომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მხარი დავუჭიროთ ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს, ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საახალწლო მიმართვისას განაცხადა.
„რუსებს თავისუფალი ხალხის ეშინიათ. იმის, რასაც არ იცნობენ. თავისუფლების ეშინიათ. ისინი პუტინის მმართველობის დროს დაიბადნენ, სკოლაში პუტინის დროს წავიდნენ, პუტინის მმართველობის ქვეშ მსახურობენ და მისი ავადმყოფური იდეებისთვის კვდებიან. ამიტომ არის დღეს ასეთი მნიშვნელოვანი, რომ მხარი დავუჭიროთ ყველას, ვინც თავისუფლებას იცავს. ვინც არ თმობს მას კიშინიოვში. ვინც თბილისში თავისი მომავლისთვის იბრძვის. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როცა ყველა ერთად ვიტყვით: „გაუმარჯოს ბელარუსს!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – „დიპ სტეიტის“ გეგმა საქართველოში საკუთარი აგენტურის გამოყენებით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივებასთან დაკავშირებით არის ქვეყნის, ქართველი ხალხისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიტანილი შტურმის თვისებრივად ახალი ეტაპი