ვოლოდიმირ ზელენსკი: მადლობას ვუხდი ყველას – ისტორია მათ მიერ იქმნება, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლით არ იღლება

თითოეულ უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს, ისტორია მათ მიერ იქმნება, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლით არ იღლება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმისთვის მუშაობდა, რომ ეს მომხდარიყო და ყველას, ვინც გვეხმარებოდა. თითოეულ უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს.

ასევე ვულოცავ მოლდოვას და პირადად [პრეზიდენტ] მაია სანდუს.

ისტორია მათ მიერ იქმნება, ვინც თავისუფლებისთვის ბრძოლით არ იღლება”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!