ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლონდონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის პრესმდივანზე, სერგეი ნიკოფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი მეფე ჩარლზ III-ს, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს შეხვდება“, - განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
ნიკოფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში ვიზიტის მიზანს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.
ლონდონში გამგზავრებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ვიზიტისას უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და რუსეთზე ზეწოლის მიზნით შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.