ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხზე ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან სტრამერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარდაჭერისთვის მადლიერი ვარ. ვიზიარებთ მოსაზრებას უკრაინაში ნამდვილად მდგრადი მშვიდობის აუცილებლობისა და იმ საფრთხის შესახებ, რასაც რუსეთის გეგმა წარმოადგენს, რომლითაც ცდილობს ყველაფერი შეუძლებელზე საუბრამდე დაიყვანოს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „ახლა მკაფიო ნაბიჯები და პარტნიორებთან მაქსიმალური კოორდინაციაა საჭირო“.
„ვაფასებთ გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ყველა პარტნიორის ძალისხმევას, რათა ეს ომი დასრულდეს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.