ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს ესაუბრა

ვოლოდიმირ ზელენსკი კირ სტარმერს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.
„მხარდაჭერისთვის მადლიერი ვარ. ვიზიარებთ მოსაზრებას უკრაინაში ნამდვილად მდგრადი მშვიდობის აუცილებლობისა და იმ საფრთხის შესახებ, რასაც რუსეთის გეგმა წარმოადგენს, რომლითაც ცდილობს ყველაფერი შეუძლებელზე საუბრამდე დაიყვანოს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
მისი თქმით, „ახლა მკაფიო ნაბიჯები და პარტნიორებთან მაქსიმალური კოორდინაციაა საჭირო“.
„ვაფასებთ გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ყველა პარტნიორის ძალისხმევას, რათა ეს ომი დასრულდეს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.