ვოლოდიმირ ზელენსკი – იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული.
„ჯილდოები გადავეცი ჩვენი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მუშაკებს. იმ იარაღის 40%-ზე მეტი, რომელსაც უკრაინის დასაცავად ფრონტის ხაზზე იყენებენ, უკრაინაშია წარმოებული“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ეს ტენდენცია უცვლელია და უკრაინა სულ უფრო და უფრო მეტს გააკეთებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – დამოუკიდებლად და პარტნიორებთან ერთად.
„უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ძლიერი იარაღი, რათა გვქონდეს ჩვენი საკუთარი ძლიერი უკრაინული სახელმწიფო. უკრაინას ყოველთვის დასჭირდება საკუთარი ტექნოლოგიური უპირატესობა, რათა რუსეთში იცოდნენ: ჩვენ ყველა დარტყმას ვუპასუხებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო