ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ დაუსჯელად განაგრძონ მკვლელობები – ამ სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა მოქმედება

რუსული დარტყმები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს, რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს ომის დასასრულებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ამ დროისთვის ცნობილია, რომ სუმიში რუსული ბალისტიკური რაკეტის დარტყმის შედეგად 31 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. 84-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვი.
„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს ჩუმად ან გულგრილად. რუსული დარტყმები მხოლოდ დაგმობას იმსახურებს. რუსეთზე ზეწოლა უნდა მოხდეს ომის დასასრულებლად და ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ნამდვილად ძლიერი ზეწოლის, უკრაინისთვის საკმარისი მხარდაჭერის გარეშე, რუსეთი გააგრძელებს ამ ომის გაჭიანურებას. უკვე მეორე თვეა, რაც პუტინი უგულებელყოფს აშშ-ის წინადადებას სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სამწუხაროდ, მოსკოვში დარწმუნებულები არიან, რომ შეუძლიათ დაუსჯელად განაგრძონ მკვლელობები. ამ სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა მოქმედება“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს