ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვფიქრობ, ხვალ კიდევ შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვფიქრობ, ხვალ კიდევ შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს

ვფიქრობ, ხვალ კიდევ ცალკე შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “დიდიშვიდეულის სამიტზე” უკრაინულ მედიასთან საუბარში განაცხადა.

“ჩვენი გუნდები დღის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ სხვადასხვა დონეზე. და გააგრძელებენ შეხვედრებს, ბევრი მნიშვნელოვანი ტექნიკური შეხვედრა გველის, კერძოდ ბრიტანელებთან. ვფიქრობ, ხვალ კიდევ ცალკე შევხვდები პრეზიდენტ ტრამპს,” - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის, აშშ-ისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა სამმხრივი შეხვედრა გამართეს 16 ივნისს “დიდი შვიდეულის” სამიტის ფარგლებში. ეს ზელენსკისა და ტრამპის პირველი პირადი შეხვედრა იყო თითქმის 4 თვის განმავლობაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.