ვოლოდიმირ ზელენსკი: ვულოცავ პიტერ მადიარს და პარტია “ტისას“ დამაჯერებელ გამარჯვებას – მზად ვართ გავაღრმავოთ თანამშრომლობა უნგრეთთან

ვულოცავ პიტერ მადიარს და პარტია “ტისას“ დამაჯერებელ გამარჯვებას. უკრაინა ყოველთვის ცდილობს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას ევროპაში ყველასთან და მზად ვართ გავაღრმაოთ თანამშრომლობა უნგრეთთან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, ევროპა და ყველა ევროპული ერი უნდა გაძლიერდეს და მილიონობით ევროპელი თანამშრომლობისა და სტაბილურობისკენ ისწრაფვის.

„მზად ვართ შეხვედრებისა და ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ქვეყნის, ასევე ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკეთილდღეოდ“, – აცხადებს ზელენსკი.

ცნობისთვის, უნგრეთის საარჩევნო საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ხმების თითქმის 90%-ის დათვლის შემდეგ, პიტერ მადიარის პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში, სავარაუდოდ, უმრავლესობას მოიპოვებს. ვიქტორ ორბანმა დამარცხება აღიარა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე მამუკა მდინარაძის ახალ პოსტზე წარდგენაზე – მიხვდი შე დალოცვილო, არ არის შენი ადგილი, „საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს“ – რაც შეეხება ოპოზიციას, ყიფიანს და ყველას მოვუწოდებ, სიტყვა „გაერთიანებასთან“, ფრთხილად ვიყოთ