: ეს აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგია, უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი

“უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვასილი მალიუკის მოხსენება ჩვენი დღევანდელი ოპერაციის შესახებ. ეს აბსოლუტურად ბრწყინვალე შედეგია, უკრაინის დამოუკიდებელი შედეგი. დაგეგმვის დაწყებიდან ეფექტურ განხორციელებამდე ერთი წელი, ექვსი თვე და ცხრა დღე გავიდა. ჩვენი ოპერაცია ყველაზე მასშტაბურია. ჩვენი თანამშრომლები, რომლებმაც ოპერაცია მოამზადეს, რუსეთის ტერიტორიიდან დროულად გამოიყვანეს. ამ წარმატებისთვის გენერალ მალიუკს მადლობა გადავუხადე.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დავავალე, საზოგადოებას აცნობოს ოპერაციის დეტალები და შედეგები, რომლებიც შესაძლოა, გასაჯაროვდეს. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფრის თქმა არ შეგვიძლია, მაგრამ ეს არის უკრაინული ქმედებები, რომლებიც აუცილებლად მოხვდება ისტორიის სახელმძღვანელოებში. თავს სამართლიანად იცავს – ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რუსეთმა ამ ომის დასრულების აუცილებლობა იგრძნოს. რუსეთმა დაიწყო ეს ომი, რუსეთმა უნდა დაასრულოს იგი. დიდება უკრაინას!” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”