ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას ყოველთვის ვაფასებთ – შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ვგეგმავთ

დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას ყოველთვის ვაფასებთ – შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ვგეგმავთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
„მომავალი კვირები დიპლომატიური თვალსაზრისით, შესაძლოა, ძალიან დატვირთული იყოს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დრო ეფექტური და პროდუქტიული იყოს“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან შეხვედრები იგეგმება.
„დონალდ ტრამპთან თანამშრომლობას ყოველთვის ვაფასებთ. ასევე, გუნდურ დონეზე შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს ვგეგმავთ. უკრაინული და ამერიკული გუნდები დეტალებზე უკვე მუშაობენ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მომავალ კვირას შეხვდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია