ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ახლა საკვანძო საკითხი ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნებაა

ახლა საკვანძო საკითხია ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენთვის ახლა საკვანძო საკითხია პრინციპული ამერიკული მხარდაჭერის შენარჩუნება. უკრაინა და ჩვენი მებრძოლები საჭიროებენ და ძალიან ელიან მხარდაჭერის პაკეტზე დადებით კენჭისყრას. მადლობა ყველას, ვისაც ესმის რამდენი რამეა ამ ერთ კენჭისყრაზე დამოკიდებული”, - განაცხადა ზელენსკიმ.
კამალა ჰარისთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ის მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებსაც უკრაინამ უკვე მიაღწია რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობაში ამერიკული მხარდაჭერის, კერძოდ კი საჰაერო თავდაცვის, წყალობით.
„ამერიკული Patriot რუსული ტერორისგან ადამიანების სიცოცხლის ყველაზე საიმედო დაცვაა. და ყოველი Patriot სისტემა არა მხოლოდ ასობით და ათასობით სიცოცხლეს არჩენს, არამედ ჩვენს ქალაქებს ნორმალურად მუშაობის საშუალებას აძლევს, შესაბამისად კი ჩვენს ეკონომიკასაც… უკრაინას მეტი ეკონომიკური დამოუკიდებლობა უნდა დავუმატოთ და ამისთვის საჰაერო თავდაცვის საკითხი საკვანძოა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.